17:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 17:40:23, 688 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიული დაცვის ღონისძიებების მხარადაჭერისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნით  გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტიპის შეთანხმების დადება ამერიკულ მხარესთან.

"ამ შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში რომ საქართველომ დღეს პირველად, 25 წლის განმავლობაში,  ხელი მოაწერა მემორანდუმს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ. საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება ძირითადად იყო საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებული. საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან პირდაპირ მიბმული. დღეს ამით დამატებით მივიღეთ ახალი შეთანხმება, რომლის ამოცანაა ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნების განხორციელებაში მხარის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღება. ეს არის ამ მემორანდუმის ყველაზე მთავარი გზავნილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, როგორც ხიდაშელმა განმარტა 2016 წლის ბოლომდე აღნიშნული მემორანდუმის განხორციელება დაიწყება.

"2008 წლის შემდეგ ერთგვარი ემბარგო იყო დაწესებული საქართველოსთვის იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. ქერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისითმხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მეორე ეს არის ტექნიკური პერსონალის მოზმადება და მესამე სპეციალური პროგრამები სწორედ ქვეყნის ტერიტორიების თავდაცვის უზრუნვეყოფის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან. 2016 წლის ბოლომდე დავიწყებთ ამ მეორანდუმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას. მთავარი ამბავია, რომ ჩვენ მივიღეთ ახალი ინსტრუმენტი საქართველოს ტერიტორიული დაცვის ღონისძიებების მხარადაჭერისთვის. არასდროს ჩვენ ასეთი რამ არ გვქონია", - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics