22:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 15:54:24, 574 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონებს და მათ შვილებს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.
შსს-ს ცნობით, თავშესაფრის ბინადარმა ქალბატონებმა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics