00:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 15:09:15, 770 ნახვა

საზოგადოება
დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია  40 მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა და მისასვლელი გზების მოწყობა. 

„ამ მომენტისათვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ელოდებიან მდინარე თერგში წყლის დონის დაწევას, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უშუალოდ გზის აღდგენით სამუშაოებზე გადავა“, - ავხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ცნობისთვის, 23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

მეორე დღეა სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მისი მოადგილე ირაკლი ხერგიანი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics