00:07 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 14:21:33, 688 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ახალაძე მეზღვაურებს: ჩვენ თქვენს მომავალზე ვზრუნავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები მეზღვაურთა ბეჭდებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მამუკა ახალაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მათ მომავალზე ზრუნავს. 

მან ასევე საზღვაო სფეროში ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება:

“საქართველოს საზღვაო  სფერო ყოველწლიურად ვითარდება, ჩვენ ახალ სიმაღლეებს ვიპყრობთ, როგორც იცით ევროკავშირის აღიარება მოვიპოვეთ, ქართული დროშა ამოვიღეთ „შავის სიიდან“, განავითარეთ საზღვაო სივრცის სხვადასხვა ასპექტები და სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. მინდა მიულოცო ყველა მეზღვაურს დღევანდელი დღე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელით ვუთხრა, რომ ჩვენ მათ მომავალზე ვზრუნავთ“, - აღნიშნა ახალაძემ.

მისივე თქმით, წელს, ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება.

„ერთ-ერთი მნიშნელოვანი და გრანდიოზული მოვლენა, რომელიც წელს საქართველოში მოხდება ეს არის პირველი ისტორიული, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი რომელიც გაიმართება ბათუმში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. ფორუმზე მოწვეული იქნებიან მსოფლიოს საზღვაო ლიდერები, უმაღლესი დონის სტუმრები და ეს იქნება საქართველოსთვის უდიდესი წარმოჩენა საერთაშორისო ასპარესზე",-განაცხადა მამუკა ახალაძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics