09:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 11:38:43, 837 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ კემერონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც კემერონმა აღნიშნა,  იგი თანამდებობიდან გადადგება.

"მთელ ბრიტანეთში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვაპირებ დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი", - განაცხადა დევიდ კემერონმა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე ბრიტანეთი მიიღებს ახალ ლიდერს, რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics