|
2016-06-21 17:21:55, 1169 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 50 დოლარი, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით კი, 80 ლარი იქნება
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. იუწყების ცნობით, ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება. Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს. კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს. ფრენების განრიგი: ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30; თბილისი-ბათუმი: 09:00. პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25; თბილისი-ბათუმი: 20:50. სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - ნატახტარი: 11:00. ცნობისთვის, ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია “SKYBUS” 2008 წელს დაარსდა. ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50 ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს. ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით. რაც შეეხება კომპანია "სერვის ეარს", ის 2004 წლიდან ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს. 2007 წლიდან დღემდე კომპანია ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან "სერვის ეარი" რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)