|
2016-06-20 18:22:26, 670 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს ეხება. პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათთვის ეს კანონპროექტი ქმნის პრობლემებს, ასევე მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს განხილვაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო კანონპროექტი მეორე მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ, რაც ძალიან სამწუხაროა. კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და მასზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს. პრეზიდენტის მრჩევლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი გამონახოს და მის განხილვაში ჩართოს მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)