|
2016-06-19 10:35:52, 688 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს პირველ (არასრულწლოვანთა) განყოფილებას, ევროპის პოლიციის კოლეჯის (European Police College) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ნიკოლას ანარგიროს სტამატოიანისი ეწვია. ქართველ სამართალდამცველებთან შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა კანონსაწინააღმდეგო ქცევისა და მისი პრევენციის, მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს. უბნის ინსპექტორების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ბერძენ სტუმარს თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს, განყოფილების მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები გააცნეს. ნიკოლას ანარგიროს სტამატოიანისმა დადებითად შეაფასა ქართველი სამართალდამცველების მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა, ასევე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანშაულთან ბრძოლის და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოების წარმომადგენლებთან, სადაც კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და აღნიშნულ დანაშაულებში არასრულწლოვანთა ჩართულობის შესახებ ისაუბრეს. ევროპის პოლიციის კოლეჯის (European Police College) გაცვლითი პროგრამის მიზანია, ევროპის პოლიციის ოფიცრებს, ექსპერტებსა და ტრენერებს შესაძლებლობა მიეცეთ, მათთვის საინტერესო სფეროში, უცხოელი კოლეგების სამუშაო გამოცდილება გაიზიარონ. ევროპის პოლიციის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)