|
2016-06-17 14:06:51, 762 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაღი 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ინტენსიურად მუშაობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით. „დღეს გავხსენით მეოთხე ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 350 პატარას ვაჩუქეთ სიხარული. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაღი, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან აქტუალურ პროგრამას, რასაც ჰქვია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სულ უფრო მეტ უბანში. ზაფხულის განმავლობაში ათამდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, სექტემბერში კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დადგომას 3 ახალი ბაღით შევხვდებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. „აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობაში შესახლებული იყვნენ დევნილები, რომლებიც, მოგვიანებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო. ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი და წინა წლებში დახურული ასევე სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა“, - აცხადებენ მერიაში.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)