|
2015-02-28 11:18:22, 519 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 14:00 საათზე გაიმართება. დროის თაობაზე გადაწყვეტილება გუშინ, ბიუროს სხდომაზე მიიღეს. სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება და მასზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. პრეზიდენტის აზრით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინონ საკუთარი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. ეკონომიკური გუნდი კი, ამ გეგმის წარმოდგენას სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, 5 მარტისთვის აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)