21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 22:07:16, 1293 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში აშშ-ში მომხდარი ტერაქტის დასაგმობად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა რათა დაგმონ ორლანდოში გეი კლუბზე განხორციელებული ტერაქტი. როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, ამ წუთებში ლონდონის ქუჩებში ლგბტ აქტივისტების და ლონდონელების მსვლელობები იმართება. 

ანალოგიური აქციები იმართება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოსთან  სოლიდარობის აქცია გაიმართა. საელჩოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,  საზოგადოების წევრები,  უფლებადამცველები მივიდნენ და  ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეიაღარებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, დაჭრილია. 29 წლის ავღანელი (რომელიც აშშ-ის მოქალაქეა) ომარ მატინი სპეცნაზმმა შტურმის დროს ადგილზევე მოკლა.

ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში, მსხევრპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმად იქცა.

მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დასაწყის სტადიაშია, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია უკვე გვაქვს იმისთვის, რომ ვთქვათ, ეს იყო ტერორისტული აქტი, ეს იყო სიძულვილის აქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ობამამ გასცა განკარგულება, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი მატინს ექსტრემისტებთან.

ომარ მატინის მამამ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC-ს. მისი თქმით, თავდასხმა არ იყო დაკავშირებული მისი შვილის რელიგიურ კუთვნილებასთან და ეს იყო მისი შეუწყნარებლობის გამოხატულება გეების მიმართ.

მისივე განცხადებით, ის ისევე შეძრულია მომხდარი ამბით, როგორც მთელი ქვეყანა და მან, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა.

NBC-ის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მატინიმ დარეკა უსაფრთხოების სამსახურში და "ისლამური სახელმწიფოს" მიმართ მისი ერგულების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით სააგენტო AMAK-ის მეშვეობით ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის საღამოს გეი-კლუბში 300 ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმხილველების ინფორმაციით, თავსამსხმელმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შემსწრე ადამიანთა ნაწილი კლუბის საგრიმიოროში დაიმალა და იქედან ტვიტერზე დაიწყეს მომხდარის შესახებ ინფორმაციის განთავსება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics