17:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 21:09:40, 899 ნახვა

საზოგადოება
პაპიძის ადვოკატი: ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას არ აპირებდა

"ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით, არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ ერთობლივი გეგმები ჰქონდათ" -  ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ დღეს გამართული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი დაიკითხა.

მაგდა პაპიძის ადვოკატის განცხადებით, იყო ცალსახა დამოკიდებულება, რომ ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას არ აპირებდა და მათ ერთიანი სამომავლო გეგმები არ გააჩნდათ.

„თავს შევიკავებ იმ დეტალების გაჟღერებისგან, რაც ოთარ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, მაგრამ ერთი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებით ნამდვილად არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მაგდა პაპიძეს და მას სამომავლოდ რაღაც ერთობლივი გეგმები ჰქონდათ, რომ ის მის ცოლად მოყვანას აპირებდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, იყო ცალსახა დამოკიდებულება - მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას ოთარ ბერძენიშვილი არ აპირებდა და მათ ერთიანი სამომავლო გეგმები არ გააჩნდათ. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი დახოცა იმისთვის, რათა შემდგომ ოთარ ბერძენიშვილთან ერთად ცხოვრება გაეგრძელებინა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბერძენიშვილის ჩვენებით, ეს არ დადასტურდა“, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics