|
2016-06-13 14:40:46, 1066 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია 2015 წლის 13 ივნისის მორიგე ექიმებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მეთორმეტე რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს მორიგეობდნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მერთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფილიალში იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბუთხუზი. “დღეს მოვედი იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ისედაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ მათ სტიქიის დღეებში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს და ძალიან ბევრი იშრომეს, რომ გადაგვერჩინა ადამიანების სიცოცხლე. კონკრეტულად ეს ფილიალი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს და თვითონ შენობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზიანდა, ასევე, სამსახურის ავტომანქანა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეშვეობით კონკრეტულად იმ ღამეს და შემდგომ დღეებში, ამიტომაც ეს ადამიანები იმსახურებენ მადლობას და იმსახურებენ იმას, რომ ჰქონდეთ უკეთესი პირობები - ფილიალი მოწესრიგდა სტიქიის შემდეგ, დალაგდა, აღიჭურვა ისევ იმ თანამედროვე მოწყობილობებით და ტექნიკით, რაც მათ სჭირდებათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის და ამდენად, გამართულად მუშაობს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე- 3, მე-8, მე-10 და მე-12 რაიონული განყოფილებების 35 ბრიგადა მუშაობდა. მაშველებთან ერთად, სასწრაფოს ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული განყოფილება, რომელიც ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, ტრაგედიის ღამეს დაზიანდა და სრულად გასული წლის დეკემბერში აღდგა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)