15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 18:42:42, 727 ნახვა

საზოგადოება
5-დან 6 ივლისამდე, „ფანჯრის’’ პერიოდში, სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი იკეტება

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 5 ივლისის 06:00 საათიდან  6 ივლისის 06:00 საათამდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სადგურ სუფსას ყველა  ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:

ერევნიდან 4 ივლისს და  ბათუმიდან  5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.

თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653  თბილისი-ოზურგეთი.

თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  №852/851  თბილისი-ბათუმი.

თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  №858/857 თბილისი-ბათუმი.

თბილისიდან და ოზურგეთიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი.

თბილისიდან და ქუთაისიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.

ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .

თბილისიდან  5 ივლისს და  ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

აღნიშნულ მიმართულებებზე  „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა  შეჩერებულია.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics