|
2016-06-10 15:36:13, 686 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. იაშვილი ფედერაციას ეროვნული ნაკრების მიმართულებას უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. აღმასკომის სხდომაზე საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის ახალი ფორმატი და დებულებაც დამტკიცდა. ახალი ფორმატის მიხედვით, 2016 -2017 წლების ეროვნული ჩემპიონატის სეზონის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორ 7-7 კლუბიან ჯგუფად დაწყვილდება. ჯგუფების სათავეში მოექცევიან გასული სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" და მეორე ადგილის მფლობელი "სამტრედია". 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული ორი ჯგუფის პირველ ადგილზე გასულებს შორის გაირკვევა. მეშვიდე ადგილზე გასულები გადაინაცვლებენ პირველ ლიგაში, ხოლო მეექვსე და მეხუთე ადგილოსნები პლეი ოფში გაარკვევენ, ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)