15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 15:32:45, 611 ნახვა

საზოგადოება
ბუდაპეშტში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

უნგრეთში საქართველოს საელჩოს, ბუდაპეშტში მოქმედი წმ.გიორგის სახელობის ღვინის ორდენისა და სასტუმრო „St. George Hotel"-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა  ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა და წმინდა გიორგის სახელობის ღვინის ორდენის მაგისტრმა დიორდი ბისტრაიმ გახსნეს. მათ ქართული ღვინის ისტორიაზე, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე ისაუბრეს, რომელსაც იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები „Shalauri Cellars," "Stori Wines," "Orgo Wines,"  რომლებმაც წარმოადგინეს ქვევრის ღვინის ნიმუშები და ისაუბრეს ქართული ვაზის ჯიშების მრავალსახეობაზე.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო  ცნობილი ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება, რომელსაც ასევე დაესწრო  ფილმის ავტორი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, ბუდაპეშტის სენტ იშტვანის სახელობის უნივერსიტეტის მეღვინეობის კათედრისა და უნგრეთის გასტრონომიული კავშირის წარმომადგენლები, უნგრული ღვინის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელები, უნგრეთში აკრედიტებული ელჩები.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქვევრის ღვინო და ქართული კერძები, რომლებიც მომზადდა ბუდაპეშტში მოქმედ ქართული რესტორნის „არაგვის" მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics