15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 14:42:08, 596 ნახვა

საზოგადოება
„თვითმმართველობის წარმომადგენლები გულანთებულები არიან“ - ალექსანდრე ჯეჯელავა თვითმმართველობებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება. იმისთვის, რომ იმსჯელონ თემაზე, თუ როგორ გახდეს უმაღლესი განათლების სისტემა უკეთესი.

“დღევანდელი ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა კავშირში იქნება იმ რთულ ვითარებასთან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის შექმნილი. ბევრი რამე არ მოგვარდა ამ დროის განმავლობაში, რაც უნდა მოგვარბულიყო. დიდი იმედი მაქვს ამ თვითმმართველობის წარმომადგენლების, რადგან მათ გული აქვთ ანთებული, რომ განზე კი არ გადგნენ, არამედ აქტიურად მიიღოს მინაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ვდებ პირობას, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება მუდმივი”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის გაუქმებას არავინ ითხოვს.

“ითხოვენ მხოლოდ ფორმის შეცვლას სხვა ფორმით. ბოლონიის და სხვა მაგალითებით სტუდენტებს უნდა შეეძლოთ მართვაში ჩაბმა და ამ მხრივაც ვისაუბრებთ”, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics