14:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 16:05:27, 719 ნახვა

საზოგადოება
გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა

გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა.

როგორც "ექსპრესნიუსს" გორის მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ქალაქის ქუჩები წყლის ჭარბი ნაკადისგან უკვე გათავისუფლებულია და შესაბამისმა სამსახურებმა წყალი ამოტუმბეს.

მათივე ინფორმაციით, გორის რამდენიმე უბანში წყლის დიდმა ნაკადმა ქვები ჩამოიტანა.

ქალაქის სხვადასხვა უბანში სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები ერთდროულად მუშაობენ.

ძლიერი წვიმის გამო გორში ელექტროენერგიაც გაითიშა. ამ დროისთვის ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ინფორმაცია მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. პრეს-სამსახურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics