|
2016-06-03 20:03:31, 675 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
საქართველო - ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტის მოწვევის სურვილი გიორგი მარგველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერთან ჭანგ გაოლთან შეხვედრაზე გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების საჭიროება განიხილეს. საუბარი შეეხო „ახალი აბრეშუმის გზისა" და „აბრეშუმის გზის" პროექტებში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას ქმნის. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, იმ მოლაპარაკებების მნიშვნელობა, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩინური მხარე დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით - ენერგეტიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)