|
2016-06-03 12:10:08, 666 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მურუსიძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 წლის წინ ნათია გუჯაბიძის მიმართ საჩივარი განიხილა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, საბჭოში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ საჩივარი შევიდა, რომლის განხილვის შემდეგაც, მოსამართლის მხრიდან რაიმე დისციპლინური გადაცდომა არ დადასტურდა. მურუსიძე არ აკონკრეტებს, ვისგან შევიდა და რას ეხებოდა საჩივარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან, ლევან მურუსიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე, ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით). რაც შეეხება ნათია გუჯაბიძის მიერ ბინის ქირავნობის საკითხს, მურუსიძის ინფორმაციით, გუჯაბიძემ მისთვის უცნობი მიზეზის გამო, საბჭოს თავად მიმართა და ქირაზე უარი განაცხადა: "ზოგადად, დისციპლინური სამართლაწარმოება ეს არის კონფიდენციალური, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ გუჯაბიძის მიმართ არასოდეს არ ყოფილა რაიმე სახდელი დაკისრებული, რაც შეეხება, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს არაა კონფიდენციალური. მან თავად მიმართა განცხადებით საბჭოს და უარი თქვა ქირაზე.მიზეზი არვიცი. როდესაც არსებობს საჩივარი და როდესაც არის ზოგადად მოთხოვნა, რომ მოსამართლეს აქვს რაღაც გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.საჩივარი ყველა მოსამართლეზეა, ჩემზეც არის შემოსული ხოლმე. ვისგან შემოვიდა საჩივარი გუჯაბიძის მიმართ, ეს კონფიდენციალურია. დისციპლინური გადაცდომა მის მიმართ არა თუ ამ საქმეში, სხვა საქმეშიც გამოყენებული არ ყოფილა",-განაცხადა ლევან მურუსიძემ. მურუსიძე არ პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ ნათია გუჯაბიძე ბინას ოჯახის წევრისგან ქირაობდა. ინფორმაციისთვის, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით, ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბინას სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ოჯახის წევრისგან ქირაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)