|
2016-06-02 17:11:05, 574 ნახვა
საზოგადოება
ნინოწმინდაში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროქტის ფარგლებში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და კანალიზაციის ქსელს. მათივე ცნობით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით მოეწყო ავტოსადგომი და ტურისტული ცენტრი. მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სარდაფი მოპირკეთდა რიყის ქვებითა და ქართული აგურით. ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. პროექტი მსოფლიო ბანკმადააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 670 610,89 ლარია. პროექტის მიზანიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)