17:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 17:29:18, 702 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიცაა და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია

მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, ეს ჩვენთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბორდოში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეცვლილი "რუსთავი 2"-ის ხილვას არ ისურვებდა, რათა ვინმეს ამით სპეკულირების საშუალება არ მისცემოდა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა.

"სასამართლო არის სასამართლო. ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი და ჩვენ მასში ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით.

მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, ადამიანურად, შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics