საბურთალოს რაიონის გამგეობამ ზაზა ბენდელიანის ქუჩის N2-თან არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. 

" />
08:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 16:43:20, 607 ნახვა

საზოგადოება
ბენდელიანის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბლიტაცია განხორციელდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ზაზა ბენდელიანის ქუჩის N2-თან არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული მოედანი დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სტადიონი რეაბლიტაციამდე სტანდარტების შეუსაბამოდ იყო მოწყობილი, დაზიანებული იყო როგორც მისი საფარი, ისე მავთულბადე და სხვა ინვენტარი, რის გამოც მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონით მოეწყო ლენტური საძირკველი, დაისხა ბეტონის საფარი, ტერიტორია შეიღობა პლასტმასის გარსით იზოლირებული მავთულბადით, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები.

პროექტი კომპანია „დოკასპორტმა“ განახორციელა.

„ბენდელიანის ქუჩაზე, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყეთ, რადგან ძველ სტადიონს ჰქონდა ტრაპეციის ფორმა, რის გამოც საჭირო გახდა მისი სრული დემონტაჟი. დღეს მოედანი არსებულ სტანდარტებს შეესაბამება, კეთილმოწყობილია და ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია იმით, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გამართონ,“ - განაცხადა ლუკა კანკავამ.

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამჟამად კიდევ 14 სპორტული მოედანის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის 735,939 ლარია გათვალისწინებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics