|
2015-02-26 12:33:18, 542 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი საქართველოში მოიწვია. როგორც ღარიბაშვილმა ელმარ ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში. ამასთან, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)