15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 21:01:59, 528 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ეკლესიასთან მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება

"ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება ეკლესიასთან" - ამის შესახებ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. 

მისი განცხადებით, "თუ პატრიარქი რამეს იტყვის და თავის ერსა და შვილებს შესთავაზებს, მე მგონი, ეს ყურადსაღებია".

”მე ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ისე მიყვარს, რომ არ მინდა ახლა ის ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. მე რომ დღეს მოგიყვეთ ჩვენს ურთიერთობებზე, ძალიან უხერხული იქნება, ამიტომაც მე გეტყვით ერთ რამეს, ის თუ რამეს იტყვის და თავის ერსა და შვილებს შესთავაზებს, მე მგონი, ეს ყურადსაღებია და მას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება. არის რაღაც მომენტები, სადაც ეკლესიას არ შეუძლია დათანხმდეს სახალხო აზრს, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია ამას იძახის არა იმიტომ, რომ ეს მისი აზრია, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიამ ასე უნდა თქვას. ამის გათვალისწინებით ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება ეკლესიასთან, მე გეუბნებით, რომ ძალიან ყურადსაღებია, რასაც უწმინდესი ამბობს”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics