07:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 17:05:46, 663 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის  ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა  2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნადისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე  მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

მათივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო  სოფლის განვითარების საკითხების კოორდინაციას განახორციელებს. საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) II ფაზის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტში ქართული მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას  წარმოადგენს.

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების  პროგრამის  (UNDP) დაფინანსებითუწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

 ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების  ზრდისთვის, სოფლისგანვითარებას (Rural Development) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის აუცილებელია  ქვეყანას ჰქონდეს სოფლის განვითარების ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს სოფლის განვითარების ეფექტიანი მექანიზმები საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 ცნობისთვის, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კაზელა, გაეროს განვითარების  პროგრამის  (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics