15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 14:16:02, 568 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა უდიდესი წარმატების პროექტია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროფესიული მომზადება-გადამზადების კვალიფიკაცის ამაღლების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სერგეენკოს მტკიცებით, პროგრამას უდიდესი შესაძლებლობები აქვს და ის ძალიან მაღალი წარმატების პროექტი იქნება.

„მოგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო პროგრამა თავისი შინაარსით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გამოაქვს, მოიცავს სახელმწიფო უწყებების მრავალმხრივ ჩართულობას. მას ახასიათებას რამდენიმე საკვანძო საკითხი. პირველი ის, რომ არ არის უბრალოდ შუამავლობა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს.

ერთ-ერთი მათგანია, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით. თუმცა, რა თქმა უნდა, სახწელმწიფოც ჩართულია ამაში. მათ საშუალება ექნებათ, რომ სტაჟირებაზე მისცენ ასევე გადამზადების შემდეგ, დასაქმების საშუალება. ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავისი შინაარსით ცალსახად თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics