|
2016-05-27 12:51:07, 989 ნახვა
ეკონომიკა
სილქნეტის მომხმარებლები 6 თვით ინტერნეტ მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ
ოპტიკური ქსელის SilkTV ან SilkPhone ან ორივე სერვისის არსებული მომხმარებლები, რომლებიც 24 ივნისის ჩათვლით დაიმატებენ ინტერნეტ მომსახურებასაც, შეძლებენ ინსტალაციიდან 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით. აბონენტს შეუძლია შეარჩიოს ოპტიკური ინტერნეტის 4 პაკეტიდან ერთ-ერთი. მინიმალური პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-ია; მაქსიმალურის - 50 მბ/წმ. აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ტარიფები. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით პაკეტის შეცვლაა შესაძლებელი. აქციაში ჩართვა ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით მიმდინარეობს. ოპტიკური ქსელით ამ ეტაპზე თბილისის გარდა სარგებლობს: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი. სილქნეტის ოპტიკური ქსელი უსწრაფეს, საიმედო და უწყვეტ ინტერნეტს თავაზობს მომხმარებელს. მეტი წარმადობისთვის დამატებითი სერვისებია შეთავაზებული, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უზრდის სიჩქარეს აბონენტს. ასეთია: "ღამის ექსპრესი" ამ დამატებითი მომსახურების გააქტიურებით თქვენი ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე გაიზრდება. „ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში. "ტურბო ღილაკი" მისი გააქტიურება ინტერნეტის სიჩქარეს 2 საათით 100 მბ/წმ-მდე გაგიზრდით. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები, ისარგებლოთ ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს. ამ მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება ცხელ ხაზზე 2100100 კოდური სიტყვის დასახელებით არის შესაძლებელი. აქტივაცია პორტალზე my.silknet.com მიმდინარეობს: და სილქნეტის სერვის ცენტრებში.
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)