|
2016-05-24 17:29:27, 771 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თაფლის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სისტემა დანერგა
ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირი საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც, ქართველ მეწარმეებს თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში სარეალიზაციოდ გატანის შესაძლებლობა მიეცემათ. ქართული თაფლი გახდება პირველი ცხოველური წარმოშობის სურსათი, რომელიც ევროკავშირში აღიარებას მიიღებს. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2014 წლის დეკემბერში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკომისიის ჯანმთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატის სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO) აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. განხორციელებული აუდიტის საფუძვლზე, FVO-ს მიერ შემუშავდა 8 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომლის ნაწილი კანონმდებლობას, ნაწილი კი სურსათის უვნებლობის სფეროში გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს ეხება. ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლიდან დღემდე რეკომენდაციების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები, რაც გზას უხსნის ქართველ მეფუტკრეებს, პროდუქცია სარეალიზაციოდ ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. გარდა ზემოაღნიშნულისა, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა, ხოლო 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ნიმუშებს ლატვიაში, ქალაქ რიგაში, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტში „BIOR” აგზავნის. სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია ქართული თაფლის ნიმუშებს იკვლევს. 2013 წელს, გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწებებთან ერთად, სისტემატურად მართავს შეხვედრებს თაფლის ქართველ მწარმოებლებთან.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)