03:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 23:04:10, 700 ნახვა

საზოგადოება
23 მაისი „აფხაზეთის დღედ“ გამოცხადდა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა კურთხევითა და ინიციატივით სვიმონ კანანელის ხსენების დღე – 23 მაისი „აფხაზეთის დღედ“ გამოცხადდა.

2015 წლის 23 მაისს, აფხაზეთიდან დევნილებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრებთან და დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად, ფართოდ აღნიშნეს ეს დღე, როგორც იმედისა და საქართველოს მომავალი გაერთიანების სიმბოლო.

2016 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა განხორციელება სპეციალური პროგრამისა, რომელიც ეძღვნებოდა „აფხაზეთის დღის“ ფართო მასშტაბით აღნიშვნას , მაგრამ 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიის გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუძლებლად მიიჩნევს 23 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვას, რის გამოც ბოდიშს ვუხდით ყველა მოწვეულ სტუმარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics