03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 15:32:14, 750 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“, „უძრავი ქონება-თბილისის“, „თბილისის პარკების“ და „სინათლის ქალაქის“ გაერთიანება დასრულდა

თბილისის მთავრობის განკარგულებით, მერიის მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება დასრულდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, დასრულდა  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 %  წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის  -  შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“,  შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში  შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების,  გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics