02:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:45:22, 615 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თაინეთში პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“ განახორციელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“  თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „იდეიდან ცვლილებამდე“ - განახორციელა.

პროექტი  საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი მიზანი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებაში საკუთარი როლისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, იმსჯელეს თემში არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების საშუალებებზე. მონაწილეები გაეცნენ პროექტის წერის ძირითად პრინციპებს, თემის საჭიროებიდან გამომდინარე დაწერეს საკუთარი იდეები. საუკეთესო იდეა კი პროექტის ავტორების დახმარებით განხორციელდება. ტრენინგები თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics