|
2016-05-18 12:48:48, 873 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს 64-ე სხდომა იმართება
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა გახსნეს. საბჭოს სხდომას ესწრება საქართველოს, ბელორუსიის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ირანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ფინეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები - სულ 180. „სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები, ეს არის პატარა, თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია ამ გეო ინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ისტორიულად იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო ეკონომიკური, თუ კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა“, - განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: 63-ე სხდომის გადაწყვეტილებების შესრულების 2016/2017 წწ; მატარებლის მოძრაობის გრაფიკის ნორმატივები; 2015 წელს სატვირთო კონტეინერების გადაწერის შედეგებისა და 2016 წელს სატვირთო ვაგონების გადაწერის პროცედურის მომზადება; რკინიგზის ადმინისტრაციებს შორის ანგარიშსწორების მდგომარეობა 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში. „დღეს ჩვენ ვატარებთ საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ითვლება მთავარ ღონისძიებად სარკინიგზო ინდუსტრიაში. საქართველოში ასეთი ღონისძიება არ ჩატარებულა 10 წელზე მეტია. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა. 17-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება აღნიშნულ ფორუმს. განსახილველ საკითხებში შედის როგორც ტექნიკური ხასიათის პროექტები, ისე- კომერციული ხასიათის. გარდა ამისა, ჩვენ გუშინ მოვაწერეთ ხელი ახალ შეღავათიან ტარიფებს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს დამატებითი ტვირთების მოზიდვას“,-განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. საბჭო 1992 წელს შეიქმნა და წელიწადშო ორჯერ იმართება. მისი მთავარი მიზანია შეიმუშავოს ტექნოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზების ურთიერთთანამშრომლობას საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში. საბჭო წევრი ქვეყნების რკინიგზებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას უწყობს ხელს, რაც საქართველოს რკინიგზის სამუშაო ეფექტიანობაზე აისახება.
(R)
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)