|
2016-05-17 13:41:04, 650 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოსთან აქციის მონაწილეებსა და შსს-ს წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა
აქციას უკანონოდ შლიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის მიმდინარეობისას უფლებადამცველა ლაშა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს 17 მაისთან დაკავშირებით აქციის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ცნობისთვის აქციის დაწყებისას, ერთ-ერთ ორგანიზატორს ნატა ფერაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს საკრებუოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ შელაპარაკება საპატრულო პოლიციასა და და ლაშა ჩხარტიშვილს შორისაც მოხდა. როგორც შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მათი უსაფრთხოების მიზნით შლიან. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ლგბტ პირების წარმომადგენლები აპირებენ მოსვლას და აქციის დაშლის მიზეზად ამას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლები მუშაობაში ხელს ჟურნალისტებსაც უშლიან. მედიის წარმომადგენლებს ნორალურად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)