01:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 14:47:22, 657 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს

„ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ტედ პოს დადებით შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არა მარტო აშშ-ს ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ს კონგრესის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და შერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ცალსახად აღნიშნავს კონგრესმენი ტედ პო, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, ასევე, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება. ეს არის - კანონის უზენაესობა, მედია თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება თუ ა.შ.

ის არამარტო ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-თან. ჩვენთვის აღნიშნული შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით”, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics