|
2016-05-10 13:27:59, 590 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ყრილობაზე არმაზ ახვლედიანის პოლიტსაბჭოდან გარიცხვა იგეგმებოდა, ამიტომ მან მოვლენებს დაასწრო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ არ გაჰკვირვებია არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილება, როდესაც მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ნიშნიანიძის განცხადებით, ახვლედიანი პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის წინ ჩამოაშორეს. ახლა, პარტიის ყრილობაზე იგეგმებოდა მისი გარიცხვა „ოცნებიდან“, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და პარტია დატოვა. „ის ელოდებოდა, რომ პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოდანაც გარიცხავდნენ, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და პარტიიდან გავიდა. არ ვიცი ვისი სურვილით, მაგრამ ფაქტია პარტიას ჩამოაშორეს. კონკრეტულად ვინ ჩამოაშორა, არ ვიცი. მე არ განვეკუთვნები იმ პოლიტელიტას, რომელიც ამ საკითხებს წყვეტს. ალბათ იყო რაღაც რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართულ ოცნებასთან“, შესაძლოა იდეოლოგიასთანაც. მისი გამონათქვამები განაწყენებული კაცის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ახლა მე უარი რომ მითხრან პარტიულ სიაში ჩასმაზე ან მაჟორიტარობაზე, უნდა გავიქცე და ვთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ კურსს გადაუხვია?! თუ კურსს გადაუხვია „ოცნებამ“ და დანაპირები ვერ შეასრულა, აქამდე რატომ არ ისაუბრა ამაზე და აქამდე რატომ არ დატოვა პარტია ამ მოტივით? ახლა დაინახა ეს?“ - კითხულობს ომარ ნიშნიანიძე. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესზე არ მიუთითებს. „ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაცეები წავლენ, ვიღაცეები მოვლენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნოს, რომელიც იბრძოდა 2012 წლამდე და მის შემდეგ“, - დასძენს უმრავლესობის წევრი. ომარ ნიშნიანიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუნდის შიგნით პრორუსულ ძალებსა და პროგრესული მიმართულების ჯგუფს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)