|
2016-05-10 13:19:57, 598 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. ღრმავდება ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსა და ჩეხეთს შორის. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)