22:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:03:22, 586 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: თუ უმრავლესობას დავტოვებთ, უმრავლესობა-უმცირესობა გაქრება და კვაჭანტირაძე და ბაქრაძე პოსტებს დატოვებენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით,  თუ „რესპუბლიკური პარტია“ უმრავლესობას დატოვებს, გაქრება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და თანამდებობებს ზვიად კვაჭანტირაძე და დავით ბაქრაძე დატოვებენ.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, პარლამენტში კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდება.

„ვიღაცა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის გათავისუფლებას შეეცადოს, რასაც ვერ შეძლებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან არ უნდა წავიდეს. მას ამას მისი პარტია სთხოვს. პრეცედენტი იყო, როცა ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა, მაგრამ პოსტიდან არ წავიდა. ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტს რამენაირად დავამთავრებთ. ძალიან მინდა, რომ პროცესები მშვიდად წავიდეს და ჩვენი მინისტრები მაშინ გადადგნენ, როცა ამის საჭიროებას „რესპუბლიკური პარტია“ დაინახავს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

ცნობისთვის, უმრავლესობის შესანარჩუნებლად  „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატი სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics