|
2016-05-10 12:58:50, 827 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა
2016 წლის 18 აპრილს „პაშა ბანკი“ Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ უკვე მეორედ დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად საქართველოში. „პაშა ბანკი“ საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ამ მოკლე დროის მანძილზე ბანკმა არა ერთ საერთაშორისო ბიზნეს ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის არის Global Banking and Finance Review Awards, რომელიც 2011 წლიდან აფასებს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია აჯილდოვებს კომპანიებს ფინანსური წარმატებებისთვის ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება და სხვა. “პაშა ბანკმა ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკის ნომინაციაში უკვე მეორეჯერ გაიმარჯვა, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ბანკისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სწორი მიმართულებით ვითარდება და თითოეული თანამშრომელი შრომობს გუნდის საერთო მიზნების მისაღწევად. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში, მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას. ვფიქრობ, რომ მსგავსი საერთაშორისო აღიარებები გვმატებს თავდაჯერებულობას და მოტივაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ“, - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.
(R)
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)