|
2016-05-09 11:05:48, 579 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: დღევანდელი დღე არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გმირობის მაგალითი
ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობის დაფასება სახელმწიფოს მოვალეობაა. „ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)