|
2015-02-23 12:48:19, 703 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდა. კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები თავისი სურვილით დატოვეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ, ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა. როგორც პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ აღარ შეუქმნიან უმრავლესობას უხერხულობას და თავად ტოვებენ თანამებობებს. „ბოლო პერიოდში ოცნების მიერ მიღებულ მცირერიცხვოვან გადაწყვეტილებათაგან, ერთ-ერთი სწორედ ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა. ამასთანავე, როგორც აღმასრულებელი, ისევე საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, ბოლო პერიოდში გაკეთებული უაღრესად საგანგაშო განცხადებები, გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყეობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო შედეგები მოჰყვება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)