19:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 14:25:25, 990 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის სიის ათეულში მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის ათეულში მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სიის ათეულში დანარჩენი 8 პირი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იქნებიან. ისინი, ვინც პოლიტიკაში აქამდე არასოდეს ყოფილა ჩართული.

მაჭავარიანის თქმით, ეს გახდა მთავარი მიზეზი იმის, რომ გიორგი ვაშაძეს პარტია დაეტოვებინა.

„პარტიის პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპი დავამტკიცეთ, სადაც ვთქვით, რომ პირველ ათეულში იქნებიან მხოლოდ ბაქრაძე და მელია. დანარჩენი 8 იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მაგრამ ისეთი პირები ვინც პოლიტიკაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics