|
2016-05-04 17:30:17, 1226 ნახვა
მსოფლიო
2016 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას 40 ჟურნალისტი ემსხვერპლა
არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC)-ის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მსოფლიოს 18 ქვეყანაში 2016 წელს 40 ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ Regnum იუწყება. მედიის ინფორმაციით, PEC-ი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მიმართავს და მოუწოდებს, კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტების დაცვა გააძლიერონ. ასევე, ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯისთვის ზომები გაძლიერდეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს ავღანეთში 8, მექსიკაში 5, იემენში 5, ერაყში 3, თურქეთში 3, სირიაში 2 და პაკისტანში 2 რეპორტიორი მოკლეს. არის ქვეყნებიც, სადაც თითო-თითო ჟურნალისტია მოკლული. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს კონფლიქტის ზონებში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს 135 რეპორტიორი მოკლეს. ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მექსიკა და ჰონდურასი გამოირჩევა, სადაც დამნაშავეები არ დასჯილან. ბრაზილიასა და კოლუმბიაში კი, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯნენ, რასაც PEC-ი პროგრესულ ქმედებად აფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)