|
2016-05-03 18:53:06, 617 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: ზღვის უბნის საკითხი მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავაა
თბილისის მერია ზღვის უბნის დასახლების რამდენიმე კორპუსთან დაკავშირებით არსებულ კერძო სამართლებრივ დავას ეხმაურება. "მოგეხსენებათ, რომ ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ცხოვრობენ მოქალაქეები, რომლებსაც ქონებრივი დავა აქვთ ყოფილი „მეტრომშენის“ თანამშრომლებთან. გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული საკითხი არის მოქალაქეთა შორის არსებული კერძო ხასიათის დავა და შესაბამისად, როგორც მერია, ისე რაიონული გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკითხი და დავა ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველივე თვიდან ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მხარეებთან, თუმცა რამდენადაც დავის გადაწყვეტა სცდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, მერია და გამგეობა ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მედიატორის ფუნქციას ასრულებენ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ რაიონული გამგეობები მოქალაქეებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სოციალურ სერვისებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში უზრუნველყოფენ მათ ბინის ქირით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გამგეობა უხდის ბინის ქირას დასახელებული კორპუსებიდან გამოსულ 49 ოჯახს. გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხი ეხება მოქალაქეთა შორის არსებულ კერძო ხასიათის დავას, რომლის გადაწყვეტაც აღემატება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, ამასთან, რაიონული გამგეობა, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ზღვის უბნის დასახლების 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს." - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)