17:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 13:27:09, 642 ნახვა

საზოგადოება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს - 20:00 საათზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულიდან.

მოსწავლის დასარეგისტრირებელად, აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში, შესაბამის ველებში მიუთითოთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, სურვილის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტა), აირჩიოთ სასურველი სკოლა და დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics