|
2016-04-28 10:35:28, 1255 ნახვა
რეგიონი
სარეაბილიტაციო ცენტრში "თანა" კომპიუტერული ოთახი მოეწყო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ "თანა"-ს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA), საჩუქრად, კომპიუტერული ტექნიკა და "ჭკვიანი დაფა" გადასცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს მხარდაჭერით, ცენტრის ეზოში ასევე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ცენტრში, ახლადმოწყობილი კომპიუტერული ოთახი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა და TIKA-ს საქართველოს ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა ქორქმაზმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო ცენტრ "თანა"-ს შენობას სრული რეკონსტრუქცია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2014 წელს ჩაუტარა. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. ცენტრში რეაბილიტაციის კურსს 150-მდე შშმ პირი გადის, აქ მათთვის შექმნილია ადაპტირებული გარემო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)