16:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 11:19:37, 567 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია

"ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გაკეთებულია და ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა   ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული.

„კომიტეტზე ნათლად ჩანდა, რომ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი; ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, წარმატებით გატარდა. ვფიქრობ, ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ, რაკი ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა ზედმიწევნითაა შესრულებული. ყველაფერი გაკეთებულია, რაც გასაკეთებელი იყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი პოზიტიური ანგარიშით წარდგა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა კომიტეტების წინაშე. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა. კომიტეტის სხდომა იუსტიციის მინისტრმა შეაფასა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics