|
2016-04-25 18:28:05, 1149 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა. დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია დაესწრო აფხაზეთის თასის გათამაშებას ამპუტანტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში. მასში დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება იმერეთის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა. თასის გათამაშება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდები პრიზებით დაჯილდოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)