|
2016-04-21 16:51:14, 4440 ნახვა
კულტურა
ნიუ-იორკის ჯაზ-ფესტივალში ქართველი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას
ნიუ-იორკში, The National Jazz Museum in Harlem-ში, მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯონათან ბატისტას პირადი მოწვევით, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანი გიორგი მიქაძე ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს. როგორც "ექსპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, რამდენიმე მუსიკალური პრემიის მფლობელი გიორგი მიქაძე, The National Jazz Museum in Harlem-ში ჯაზის ახალგაზრდა თაობის წარმატებულ და ცნობილ 4 მუსიკოსთან ერთად, საღამოს განმავლობაში რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს. ცნობისთვის, ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)