12:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 13:37:36, 532 ნახვა

პოლიტიკა
უნივერსიტეტის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევაზე პაპავა „რამდენიმე წლის შემდეგ ისაუბრებს“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო პაპავამ სამწლიანი საქმიანობის პრეზენტაციაზე, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის მცდელობის შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური უნდა აშენებულიყო, არ ეკუთვნოდა უნივერსიტეტს, თუმცა მაინც არ იყო სასურველი ხეების გაჩეხვა.

"უნივერსიტეტის ხარჯზე არ შეიძლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. საერთოდ, ქვეყნის ბიზნეს გარემო უნდა გაუმჯობესდეს მთავრობის მუშაობით და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს", - განაცხადა პაპავამ.

როგორც პაპავამ განაცხადა, არ აქვს იმედი,  რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე ჩაივლის.

"დაინტერესება ძალიან დიდია უნივერსიტეტის ბედით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ვერ და არ ჩაივლის პოლიტიკური ჩარევის გარეშე", - აღნიშნა პაპავამ.

პაპავამ უფრო ვრცლად საუბარი ზეწოლის ფაქტებზე და სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით არ ისურვა და აღნიშნა, რომ 10 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკოსი, ზუსტად იცის, სად რა თქვას და როდის გაჩუმდეს.

"უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბრებ, ყველაფერს ვიტყვი", - განმარტა ლადო პაპავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics